რეგიონების გაზიფიცირება დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2023 წელს რეგიონების გაზიფიკაციისთვის 80 მილიონი ლარის დახაჯვას გეგმავს.
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეისათვის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილია მოსახლეობის 90%-ზე მეტი.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, გაზიფიცირება დაახლოებით ორ წელიწადში უნდა დავასრულოთ. დღეს თუ 90%-ზე მეტია გაზიფიცირებული, ეს პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ და ის, რაც ჩვენს გეგმებში შედის, ძალიან მალე უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მომავალ წელს 590 მილიონი დოლარი გამოიყოფა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. თანხა მოხმარდება მიწის მელიორაციას, სასოფლო-სამეურნეო სესხებს, აგროდაზღვევას, პროგრამას „დანერგე მომავალი“, ასევე საწარმოების დაფინანსების პროგრამებს.
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ 260 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთლიანობაში სოფლის მეურნეობის სექტორისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 900 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0