https://sputnik-georgia.com/20221003/ramdenit-gaizrdeba-asakobrivi-pensia-saqartvelosi-kategoriebis-mixedvit-271005730.html
რამდენით გაიზრდება ასაკობრივი პენსია საქართველოში კატეგორიების მიხედვით
რამდენით გაიზრდება ასაკობრივი პენსია საქართველოში კატეგორიების მიხედვით
Sputnik საქართველო
70 წლამდე პენსიონერებს პენსია 35 ლარით გაეზრდებათ და ის 295 ლარს შეადგენს. 03.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-03T22:19+0400
2022-10-03T22:19+0400
2022-10-03T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667119_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_577b28b6db00da694fbea7de2b731aef.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რამდენით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით.როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პენსია 65 ლარით მოემატებათ და ის 365 ლარი გახდება.70 წლამდე პენსიონერების პენსია კი 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარს შეადგენს.შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პენსია 65 ლარით გაიზრდება და 340 ლარი გახდება. მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდობის მქონე პირებს პენსია 35 ლარით მოემატებათ და პირველ შემთხვევაში 155 ლარი, მეორე შემთხვევაში კი 135 ლარი იქნება. მაღალმთიან რეგიონებში პენსიის 20%-ით გაზრდა იგეგმება – ის 440 ლარს გაუტოლდება.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს დაახლოებით 24,3 მილიარდი ლარი იქნება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე სრულად რეაგირებას.პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით გაიზრდება. 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 300 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 360 ლარს.ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667119_301:0:2048:1310_1920x0_80_0_0_d785d0f3cb7fe9ead5ee64f657c4be0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
რამდენით გაიზრდება ასაკობრივი პენსია საქართველოში კატეგორიების მიხედვით
22:19 03.10.2022 (განახლებულია: 22:50 03.10.2022) 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 35 ლარით გაეზრდებათ და ის 295 ლარს შეადგენს.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რამდენით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით.
როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს პენსია 65 ლარით მოემატებათ და ის 365 ლარი გახდება.
70 წლამდე პენსიონერების პენსია კი 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარს შეადგენს.
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პენსია 65 ლარით გაიზრდება და 340 ლარი გახდება. მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდობის მქონე პირებს პენსია 35 ლარით მოემატებათ და პირველ შემთხვევაში 155 ლარი, მეორე შემთხვევაში კი 135 ლარი იქნება. მაღალმთიან რეგიონებში პენსიის 20%-ით გაზრდა იგეგმება – ის 440 ლარს გაუტოლდება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს დაახლოებით 24,3 მილიარდი ლარი იქნება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე სრულად რეაგირებას.
პენსიების ზრდა სახელმწიფო პენსიის ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით გაიზრდება. 70 წლამდე პენსიონერების პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ – ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის, 70 წელს ზემოთ პირთათვის კი 300 ლარის ოდენობით დადგინდა. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირებისთვის – 360 ლარს.
ამჟამად საქართველოში ასაკობრივ პენსიას იღებენ ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან.