ბიუჯეტში ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებაზე თანხა იზრდება

© Pixabay / Pexelsწამლები
წამლები - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
საქართველოში წამლების გასაყიდი და მათი იმპორტის ფასების ზედა ზღვარი დაწესდება.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი მოხმარდება მედიკამენტების დაფინანსებას, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფართოვდება ასევე იმ მედიკამენტების სია, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს.

„ჩვენ მომდევნო წლის იანვრიდან რეფერენტული ფასებით განვსაზღვრავთ წამლების ფასებს. პირველ ეტაპზე ეს შეეხება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

2023 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს რეფერენტული ფასების დანერგვას. რეფორმა მიზნად ისახავს წამლების გაიაფებას.
რეფორმის თანახმად, სახელმწიფო დააწესებს ზღვრულ ფასებს – თუ რა ფასად იქნება შესაძლებელი წამლების გაყიდვა და მათი იმპორტი. ზღვრული ფასები გავრცელდება ისეთ წამლებზე, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ესენია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამას წინათ შეხვდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებს, რომლებთანაც წამლების ფასების შემცირების მექანიზმები განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რეფერენტული ფასების დანერგვას. რეფერენტული ფასწარმოქმნა – ესაა მწარმოებელ ქვეყანასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში პროდუქციის ფასების შედარება მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
ყველა მწარმოებელი ქვეყანაში არეგისტრირებს წამლების ფასს, სახელმწიფო რეგულატორს კი სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარების შემდეგ შეუძლია აირჩიოს საბაზრო ფასის ზღვარი და აუკრძალოს გამყიდველებს მისი გადაჭარბება.
ყველა ახალი ამბავი
0