https://sputnik-georgia.com/20221003/meotxeklaselebis-dasja-marneulsi-maswavlebemla-skola-da-sakrebulo-datova-271003071.html
მეოთხეკლასელების დასჯა მარნეულში: მასწავლებელმა სკოლა და საკრებულო დატოვა
მეოთხეკლასელების დასჯა მარნეულში: მასწავლებელმა სკოლა და საკრებულო დატოვა
Sputnik საქართველო
რაჰმან მუსაევმა სკოლიდან და საკრებულოდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მშობლები კი მის წასვლას აპროტესტებენ. 03.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-03T20:48+0400
2022-10-03T20:48+0400
2022-10-03T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართლი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262600475_0:0:3297:1856_1920x0_80_0_0_f7e32d95dd7c95ecf43ecfd6d156eb02.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში ქართული ენის მასწავლებელმა რაჰმან მუსაევმა სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა სკანდალის შემდეგ, რომელიც უკავშირდება მოსწავლეების დასჯის მეთოდს საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო.რაჰმან მუსაევი მე-4 კლასის მოსწავლეებს საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო დასჯის მიზნით მუხლებზე დადგომას აიძულებდა. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა. მოგვიანებით ფოტო მასმედიაში მოხვდა.როდესაც ისტორია გამჟღავნდა, მასწავლებლის ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მან სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.გარდა ამისა, მუსაევმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდანაც.მომხდარით შსს დაინტერესდა. მასმედიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე „იძულების“ მუხლით აღიძრა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მუსაევს 2 წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოები ან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.აღსანიშნავია, რომ სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო მასწავლებლის გათავისუფლებას მოსწავლეების მშობლები აპროტესტებენ და მის აღდგენას ითხოვენ. შეკრებილების განცხადებით, დასჯის მეთოდი, რომელსაც პედაგოგმა მიმართა, მათთვის მისაღებია.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/05/262600475_52:0:2781:2047_1920x0_80_0_0_ade5ca0c8506b16a4e3dd7d44dc86dbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
მეოთხეკლასელების დასჯა მარნეულში: მასწავლებელმა სკოლა და საკრებულო დატოვა
20:48 03.10.2022 (განახლებულია: 22:32 03.10.2022) რაჰმან მუსაევმა სკოლიდან და საკრებულოდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მშობლები კი მის წასვლას აპროტესტებენ.
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში ქართული ენის მასწავლებელმა რაჰმან მუსაევმა სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა სკანდალის შემდეგ, რომელიც უკავშირდება მოსწავლეების დასჯის მეთოდს საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო.
რაჰმან მუსაევი მე-4 კლასის მოსწავლეებს საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო დასჯის მიზნით მუხლებზე დადგომას აიძულებდა. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა. მოგვიანებით ფოტო მასმედიაში მოხვდა.
როდესაც ისტორია გამჟღავნდა, მასწავლებლის ახლობლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მან სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
გარდა ამისა, მუსაევმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდანაც.
მომხდარით შსს დაინტერესდა. მასმედიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე „იძულების“ მუხლით აღიძრა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მუსაევს 2 წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოები ან 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო მასწავლებლის გათავისუფლებას მოსწავლეების მშობლები აპროტესტებენ და მის აღდგენას ითხოვენ. შეკრებილების განცხადებით, დასჯის მეთოდი, რომელსაც პედაგოგმა მიმართა, მათთვის მისაღებია.