https://sputnik-georgia.com/20221002/tbilissi-65-wlis-mamakaci-mokles-dakavebulia-erti-piri-270968683.html
თბილისში 65 წლის მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
თბილისში 65 წლის მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T15:00+0400
2022-10-02T15:00+0400
2022-10-02T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_231:581:2837:2047_1920x0_80_0_0_99479aceb7b6cd975c0ca1cb92b354d4.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.გამოძიების მიხედვით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 65 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.უწყების ცნობით, ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_419:571:2387:2047_1920x0_80_0_0_2905cdd55c52d7a9016563dafe457ece.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
თბილისში 65 წლის მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 65 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.