https://sputnik-georgia.com/20221002/sss-rusetis-moqalaqeebis-semosvla-saqartvelosi-mnisvnelovnad-semcirda-270976261.html
შსს: რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა
შსს: რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა
Sputnik საქართველო
გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T22:15+0400
2022-10-02T22:15+0400
2022-10-03T00:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960574_0:164:1280:884_1920x0_80_0_0_6c3360bf6d8bb255fc5e740e00571b36.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.შსს-ს ინფორმაციით, შემოსული რუსი მოქალაქეების თითქმის 60% საქართველოს სატრანზიტოდ იყენებს და გზას სხვა მიმართულებით განაგრძობს.შსს-ს მონაცემებით, 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.დარახველიძის თქმით, ამავე დროს გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას.რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ „ზემო ლარსზე“ ქვეყანაში შემომსვლელი მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები შეიქმნა. ბოლო რამდენიმე დღეში შემომსვლელთა ნაკადი შემცირდა, საცობები აღარ არის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960574_174:182:1211:960_1920x0_80_0_0_b2ad6ff5a916e75fdf7b6d685ed0bf1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს: რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა
22:15 02.10.2022 (განახლებულია: 00:11 03.10.2022) გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, შემოსული რუსი მოქალაქეების თითქმის 60% საქართველოს სატრანზიტოდ იყენებს და გზას სხვა მიმართულებით განაგრძობს.
შსს-ს მონაცემებით, 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.
„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და დაუბრუნდა წინა პერიოდის ნიშნულს და მერყეობს 6 ათასის ფარგლებში“, - განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძის თქმით, ამავე დროს გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას.
რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ „ზემო ლარსზე“ ქვეყანაში შემომსვლელი მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები შეიქმნა. ბოლო რამდენიმე დღეში შემომსვლელთა ნაკადი შემცირდა, საცობები აღარ არის.