https://sputnik-georgia.com/20221002/saqartvelosi-videojarimebtan-dakavsorebit-problemebia-sss-sistemis-regulirebaze-musaobs-270970707.html
საქართველოში ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემებია - შსს სისტემის რეგულირებაზე მუშაობს
საქართველოში ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემებია - შსს სისტემის რეგულირებაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის ოდენობით 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T17:04+0400
2022-10-02T17:04+0400
2022-10-02T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262972952_0:0:3173:1785_1920x0_80_0_0_09d6e6941803da3961abcea35983c13a.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს მძღოლების დაჯარიმების სისტემის გაუმჯობესებაზე კამერის მონაცემების საფუძველზე უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით, განაცხადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.საქართველოში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირების გარდა, არსებობს ვიდეოჯარიმების სისტემა, როდესაც დარღვევები ფიქსირდება ე.წ. „ჭკვიანი კამერებით“, ამ შემთხვევაში მძღოლს ჯარიმა ვიდეოკამერიდან ეგზავნება. ვიდეოჯარიმების არარსებობის გამო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამერები ვერ აღიქვამენ უცხოურ, მათ შორის რუსულ სანომრე ნიშნებს.უცხოური ნომრებით მანქანების ვიდეოჯარიმების პრობლემა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღის გამო შეიქმნა, რომელთა ნაწილი ქვეყანაში რჩება, გადაადგილდება რუსულნომრიანი მანქანებით და სახლებს ქირაობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 50 ათასი რუსეთის მოქალაქე იმყოფება.საერთო ჯამში, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის ოდენობით 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 36,2 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/13/262972952_209:0:2940:2048_1920x0_80_0_0_b6eb10368d8d62cb49befb75cdb10dfd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
საქართველოში ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით პრობლემებია - შსს სისტემის რეგულირებაზე მუშაობს
17:04 02.10.2022 (განახლებულია: 18:15 02.10.2022) 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის ოდენობით 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს მძღოლების დაჯარიმების სისტემის გაუმჯობესებაზე კამერის მონაცემების საფუძველზე უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით, განაცხადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირების გარდა, არსებობს ვიდეოჯარიმების სისტემა, როდესაც დარღვევები ფიქსირდება ე.წ. „ჭკვიანი კამერებით“, ამ შემთხვევაში მძღოლს ჯარიმა ვიდეოკამერიდან ეგზავნება. ვიდეოჯარიმების არარსებობის გამო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამერები ვერ აღიქვამენ უცხოურ, მათ შორის რუსულ სანომრე ნიშნებს.
„ჭკვიანი კამერები" ამ ნომრებს აღიქვამს, აფიქსირებს და აჯარიმებს. მაგრამ არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რადგან როცა ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, ჯარიმა უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს სირთულეს ქმნის და ვმუშაობთ, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი და მოხდეს ეფექტური აღსრულება", - განაცხადა დარახველიძემ.
უცხოური ნომრებით მანქანების ვიდეოჯარიმების პრობლემა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღის გამო შეიქმნა, რომელთა ნაწილი ქვეყანაში რჩება, გადაადგილდება რუსულნომრიანი მანქანებით და სახლებს ქირაობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 50 ათასი რუსეთის მოქალაქე იმყოფება.
საერთო ჯამში, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის ოდენობით 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 36,2 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.