https://sputnik-georgia.com/20221002/saqartvelos-safexburto-nakrebis-motamaseebs-emuqrebian-sss-m-gamozieba-daiwyo-270972309.html
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებს ემუქრებიან: შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებს ემუქრებიან: შსს-მ გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
მუქარა იყო ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან, რომელიც 2015 წლიდან საერთაშორისო ძებნაშია 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T19:42+0400
2022-10-02T19:42+0400
2022-10-02T21:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სპორტი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467984_0:3:3000:1691_1920x0_80_0_0_dbd1b1fc750e4577794403cb04e15fa4.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიება ტელეკომპანია Formula-ს ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებს. ეს მუქარა 2015 წლიდან საერთაშორისო ძებნაში მყოფი ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან იყო.გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ყველას პასუხს მოსთხოვს მისი ნათესავის, მისი ცოლისძმის, ვაკო ყაზაიშვილის უსამართლო დასჯაზე. ნიშნიანიძის თქმით, ყაზაიშვილი უეფას ერთა ლიგის მატჩზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაკრებში მასთან ნათესაური კავშირის გამო არ მოხვდა.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.სფფ-ში აღნიშნეს, რომ მსგავს სიტუაციაში თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყონებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.როგორც ტელეარხი „ფორმულა“ იუწყება, მუქარების შესახებ ინფორმირებულია გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.თავად ვაკო ყაზაიშვილმა აუდიოჩანაწერების გამო სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ფეხბურთის ქომაგების წინაშე ბოდიში მოიხადა.წყარო - შსს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/11/249467984_372:0:2629:1693_1920x0_80_0_0_ff33a7bb3c7427ec1730da9f72ba2bab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სპორტი, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სპორტი, შემთხვევები საქართველოში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებს ემუქრებიან: შსს-მ გამოძიება დაიწყო
19:42 02.10.2022 (განახლებულია: 21:23 02.10.2022) მუქარა იყო ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან, რომელიც 2015 წლიდან საერთაშორისო ძებნაშია
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ტელეკომპანია Formula-ს ეთერში გასული სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებს. ეს მუქარა 2015 წლიდან საერთაშორისო ძებნაში მყოფი ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან იყო.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ნიშნიანიძე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ ყველას პასუხს მოსთხოვს მისი ნათესავის, მისი ცოლისძმის, ვაკო ყაზაიშვილის უსამართლო დასჯაზე. ნიშნიანიძის თქმით, ყაზაიშვილი უეფას ერთა ლიგის მატჩზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაკრებში მასთან ნათესაური კავშირის გამო არ მოხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში გავრცელებული აუდიოჩანაწერის გამო განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უპირველესად, გვინდა, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია, ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია“, - ნათქვამია განცხადებაში.
სფფ-ში აღნიშნეს, რომ მსგავს სიტუაციაში თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყონებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
„ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ტელეარხი „ფორმულა“ იუწყება, მუქარების შესახებ ინფორმირებულია გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.
თავად ვაკო ყაზაიშვილმა აუდიოჩანაწერების გამო სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა, სადაც ფეხბურთის ქომაგების წინაშე ბოდიში მოიხადა.