https://sputnik-georgia.com/20221002/salome-zurabisvili-qveynis-mamozravebeli-zala-qalebis-xelsia-270972042.html
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია
Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს. 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T19:01+0400
2022-10-02T19:01+0400
2022-10-02T19:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/02/270970126_0:367:2337:1682_1920x0_80_0_0_e07e855e1f02297ef7c15b8f743840fd.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ქართველ ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.გამოფენა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.მან აღნიშნა, რომ გამოფენაზე მისვლა მისი როგორც ქალი პრეზიდენტის მოვალეობაა.„ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწეობასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს.გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა ქალთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ფოკუსირებული იყო ქალებზე, კონფლიქტებსა და ყველა საკითხზე, რომელიც ქალთა მეტ ჩართულობას მოითხოვს.საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას დაარწმუნა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მეწარმე ქალების გვერდით „არის და იქნება“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/02/270970126_0:148:2337:1901_1920x0_80_0_0_823890a87113c994f14b0707b085aeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია
საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ქართველ ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.
გამოფენა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გამოფენაზე მისვლა მისი როგორც ქალი პრეზიდენტის მოვალეობაა.
„ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწეობასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს.
გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა ქალთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ფოკუსირებული იყო ქალებზე, კონფლიქტებსა და ყველა საკითხზე, რომელიც ქალთა მეტ ჩართულობას მოითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას დაარწმუნა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მეწარმე ქალების გვერდით „არის და იქნება“.