https://sputnik-georgia.com/20221002/qol-centrebis-saqme-amjerad-brali-ucxoelebs-waredgina-270968057.html
ქოლ-ცენტრების საქმე: ამჯერად ბრალი უცხოელებს წარედგინა
ქოლ-ცენტრების საქმე: ამჯერად ბრალი უცხოელებს წარედგინა
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდებულებს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T13:42+0400
2022-10-02T13:42+0400
2022-10-02T13:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_84cb0d54c3542c5ae7966c041eb4d884.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქოლ-ცენტრების საქმეზე უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.შსს-ს მონაცემებით, ბრალდებულთა საკი 24-დან 50 წლამდე მერყეობს. მათ შორის არიან საქართველოს, რუსეთის, ისრაელის, ბელგიის მოქალაქეები. გამოძიება მიმდინარეობს „თაღლითობის“, „ფულის გათეთრების“, „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის“ მუხლებით. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 ათას ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდებულებს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ.ქოლ-ცენტრების საქმე: ბრალდებულთა წრე გაფართოვდა >>მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ.მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ pop up-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458098_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_9acc758ccf85d7c399012a41376998b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ქოლ-ცენტრების საქმე: ამჯერად ბრალი უცხოელებს წარედგინა
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდებულებს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქოლ-ცენტრების საქმეზე უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
შსს-ს მონაცემებით, ბრალდებულთა საკი 24-დან 50 წლამდე მერყეობს. მათ შორის არიან საქართველოს, რუსეთის, ისრაელის, ბელგიის მოქალაქეები. გამოძიება მიმდინარეობს „თაღლითობის“, „ფულის გათეთრების“, „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის“ მუხლებით. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაზარალებულებს საერთო ჯამში მიადგათ 767 ათას ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდებულებს 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა (რუსეთის და ისრაელის მოქალაქემ) საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას - pop up-ს, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე.
შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ.
მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ.
მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ pop up-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.