https://sputnik-georgia.com/20220503/qol-centrebis-saqme-9-piri-daakaves-266392393.html
ქოლ-ცენტრების საქმე: ბრალდებულთა წრე გაფართოვდა
ქოლ-ცენტრების საქმე: ბრალდებულთა წრე გაფართოვდა
Sputnik საქართველო
საქმეზე გამოძიება გრძელდება ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T15:51+0400
2022-05-03T15:51+0400
2022-05-03T19:42+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324213_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_f202dbbb48c4b48904e92266b91671d3.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შემავალ 7 ფიზიკურ და 2 იურიდიულ პირზე.დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნე კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ.„ქოლ-ცენტრის” თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.კერძოდ, ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ მათგან გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით ირიცხებოდა საქართველში მათივე კომპანიების ანგარიშებზე.ქოლ-ცენტრების საქმე: სასამართლომ 11 ბრალდებული დამნაშავედ ცნო>>>ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ფიზიკური პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლით დაიწყო, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება იურიდიულ პირებს, გამოძიება სსკ-ის 194-ე მუხლით („უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ანალოგიურ ფაქტებზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ 24 ფიზიკურ და 2 იურიდიულ პირზე, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324213_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_720df972d623226e12008186593022e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ქოლ-ცენტრების საქმე: ბრალდებულთა წრე გაფართოვდა
15:51 03.05.2022 (განახლებულია: 19:42 03.05.2022) საქმეზე გამოძიება გრძელდება ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში შემავალ 7 ფიზიკურ და 2 იურიდიულ პირზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნე კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ.
„ქოლ-ცენტრის” თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
კერძოდ, ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ მათგან გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით ირიცხებოდა საქართველში მათივე კომპანიების ანგარიშებზე.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ფიზიკური პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლით დაიწყო, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, გამოძიება სსკ-ის 194-ე მუხლით („უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ანალოგიურ ფაქტებზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ 24 ფიზიკურ და 2 იურიდიულ პირზე, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.