https://sputnik-georgia.com/20221002/kvara-fantastikuri-fexburtelia-lucano-spaletis-gancxadeba-270967515.html
კვარა ფანტასტიკური ფეხბურთელია - ლუჩანო სპალეტის განცხადება
კვარა ფანტასტიკური ფეხბურთელია - ლუჩანო სპალეტის განცხადება
Sputnik საქართველო
იტალიური კლუბის მწვრთნელს მიაჩნია, რომ კვარაცხელია ადვილად აკეთებს იმას, რაზეც სხვები დიდხანს მუშაობენ. 02.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-02T13:02+0400
2022-10-02T13:02+0400
2022-10-02T13:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/02/270966418_0:0:1025:577_1920x0_80_0_0_78221505ba1550a94a1340b67bd4103f.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიური მოთამაშე უწოდა, რომელზეც ფსონის დადება შეიძლება.ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში მეხუთე გოლი „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა. ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში ორი გოლი ანგისამ გაიტანა. მატჩი ანგარიშით 3:1 დასრულდა. ლუჩანო სპალეტის შეგირდები სერია A-ში 20 ქულით ლიდერობენ და აქტიურად იბრძვიან „სკუდეტოსთვის“.როგორც „ნაპოლის“ მწვრთნელმა აღნიშნა, კვარაცხელიას მარტივად გამოსდის ის, რაზეც სხვები დიდხანს მუშაობენ.„კვარა ამას იოლად აკეთებს, როდესაც სხვებს საამისოდ დიდი შრომა სჭირდებათ. სხვებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა სპალეტიმ.Transfermarkt: ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი >>21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/02/270966418_0:0:975:731_1920x0_80_0_0_77dd1e7a5ae2b9f62c42294bcbbdef60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, იტალია
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, იტალია
კვარა ფანტასტიკური ფეხბურთელია - ლუჩანო სპალეტის განცხადება
იტალიური კლუბის მწვრთნელს მიაჩნია, რომ კვარაცხელია ადვილად აკეთებს იმას, რაზეც სხვები დიდხანს მუშაობენ.
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიური მოთამაშე უწოდა, რომელზეც ფსონის დადება შეიძლება.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში მეხუთე გოლი „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა. ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში ორი გოლი ანგისამ გაიტანა. მატჩი ანგარიშით 3:1 დასრულდა. ლუჩანო სპალეტის შეგირდები სერია A-ში 20 ქულით ლიდერობენ და აქტიურად იბრძვიან „სკუდეტოსთვის“.
„კვარა არის ფეხბურთელი, რომელზეც ფსონის დადება შეიძლება. მას შეუძლია მცველზე მარტო გავიდეს და მომენტი შექმნას, რადგან ეს შესანიშნავად გამოსდის. ეს წარმოუდგენლად კარგი თვისებაა... ხვიჩა ფანტასტიკური მოთამაშეა“, - განაცხადა სპალეტიმ „ტორინოზე“ გამარჯვების შემდეგ.
როგორც „ნაპოლის“ მწვრთნელმა აღნიშნა, კვარაცხელიას მარტივად გამოსდის ის, რაზეც სხვები დიდხანს მუშაობენ.
„კვარა ამას იოლად აკეთებს, როდესაც სხვებს საამისოდ დიდი შრომა სჭირდებათ. სხვებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა სპალეტიმ.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.