Transfermarkt: ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი

© courtesy of FC Rubin Kazanხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულების რეკორდი დაამყარა.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ერთ-ერთმა უმსხვილესმა გერმანულმა ონლაინ გამოცემა Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება გამოაქვეყნა – ხუთეულში შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.
Transfermarkt.com აკვირდება მიმდინარე ტრანსფერებს და მოთამაშეების სავარაუდო შეფასებას აქვეყნებს.
21 წლის ქართველი შემტევის ტრანსფერის ღირებულება „ნაპოლიში“ გადასვლისას 15 მლნ ევროს შეადგენდა, ახლა ის 35 მლნ ევრომდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ტრანსფერი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ნაკრების ფეხბურთელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ხუთეული ასე გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“, 35 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“, 20 მილიონი ევრო
საბა ლობჟანიძე, „ჰათაისფორი“ 4,3 მილიონი ევრო
დავით ხოჭოლავა, „კოპენჰაგენი“, 3 მლნ ევრო
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“, 2 მლნ ევრო
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0