https://sputnik-georgia.com/20221001/raribasvili-cven-gavaketet-is-rac-seuzlebeli-canda-270945631.html
ღარიბაშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა
ღარიბაშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა ასევე შეაჯამა ათწლიანი მმართველობის შედეგები და მთავარ მიღწევად სტაბილურობა და სოციალური რეფორმები დაასახელა. 01.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-01T13:43+0400
2022-10-01T13:43+0400
2022-10-01T13:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_80:151:1024:682_1920x0_80_0_0_08ee9afb94274d6d0499ea5bdb144ea5.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 10 წლის წინ შეუძლებელი გააკეთა და ქვეყნის სტაბილურობა შეინარჩუნა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.ათი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა და საქართველოს მმართველი ძალა გახდა.ღარიბაშვილმა ასევე შეაჯამა ათწლიანი მმართველობის შედეგები და მთავარ მიღწევად სტაბილურობა და სოციალური რეფორმები დაასახელა.„ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.ბოლო წლების მთავარ რეფორმებს შორის ექსპერტები ასახელებენ ჯანდაცვის რეფორმას, რამაც უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე წვდომა საზოგადოების ყველა ფენისთვის; ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ განხორციელებას, რამაც შესაძლებელი გახადა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება; და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რის შედეგადაც ქართული პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, ხოლო საქართველომ ექსპორტის მოცულობა გაზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270112959_228:124:973:682_1920x0_80_0_0_18bb35617f97e82506d1e222efa4a05f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
ღარიბაშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა
ღარიბაშვილმა ასევე შეაჯამა ათწლიანი მმართველობის შედეგები და მთავარ მიღწევად სტაბილურობა და სოციალური რეფორმები დაასახელა.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 10 წლის წინ შეუძლებელი გააკეთა და ქვეყნის სტაბილურობა შეინარჩუნა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ათი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა და საქართველოს მმართველი ძალა გახდა.
„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, – მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ღარიბაშვილმა ასევე შეაჯამა ათწლიანი მმართველობის შედეგები და მთავარ მიღწევად სტაბილურობა და სოციალური რეფორმები დაასახელა.
„ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ბოლო წლების მთავარ რეფორმებს შორის ექსპერტები ასახელებენ ჯანდაცვის რეფორმას, რამაც უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე წვდომა საზოგადოების ყველა ფენისთვის; ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურ განხორციელებას, რამაც შესაძლებელი გახადა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება; და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რის შედეგადაც ქართული პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, ხოლო საქართველომ ექსპორტის მოცულობა გაზარდა.