რა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბაქოს მერთან

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს შეეხო.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია.
„საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
წყრო - მთავრობიდ ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0