https://sputnik-georgia.com/20221001/qutaissi-umsxvilesi-hakatoni--nasa-international-space-apps-challenge-mimdinareobs-270950256.html
ქუთაისში უმსხვილესი ჰაკათონი NASA International Space Apps Challenge მიმდინარეობს
ქუთაისში უმსხვილესი ჰაკათონი NASA International Space Apps Challenge მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ეს ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. 01.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-01T15:49+0400
2022-10-01T15:49+0400
2022-10-03T13:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_0:88:1680:1033_1920x0_80_0_0_51a8e25326200c374de643588d1878ed.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში პლანეტაზე უდიდესი ჰაკათონის, NASA International Space Apps Challenge-ს ქართული შესარჩევი ტური მიმდინარეობს.NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს.პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.ჰაკათონის ძირითადი ნაწილი ორი დღის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, სადაც 100-მდე მონაწილე, პროექტის ორგანიზატორი და მხარდამჭერია შეკრებილი.საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება აქვთ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ „ვორკშოპებს" ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.ღონისძიების დასკვნით დღეს სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს, რომელიც მიიღებს სპეციალურ პრიზსა და შესაძლებლობას, რომ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0c/249196683_94:0:1587:1120_1920x0_80_0_0_19adecdff08f28a0160eb8d46c7d54c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში
ქუთაისში უმსხვილესი ჰაკათონი NASA International Space Apps Challenge მიმდინარეობს
15:49 01.10.2022 (განახლებულია: 13:15 03.10.2022) ეს ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში პლანეტაზე უდიდესი ჰაკათონის, NASA International Space Apps Challenge-ს ქართული შესარჩევი ტური მიმდინარეობს.
NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს.
პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.
ჰაკათონის ძირითადი ნაწილი ორი დღის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, სადაც 100-მდე მონაწილე, პროექტის ორგანიზატორი და მხარდამჭერია შეკრებილი.
საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება აქვთ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ „ვორკშოპებს" ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.
ღონისძიების დასკვნით დღეს სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს, რომელიც მიიღებს სპეციალურ პრიზსა და შესაძლებლობას, რომ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.
უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.