2023 წელს საქართველოს „ვარსკვლავური ზაფხული“ ელის: ხელისუფლება ბევრ კონცერტს აანონსებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2022
გამოწერა
თბილისსა და ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა იგეგმება, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 1 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზებაზე, რომლებიც 2023 წლის მაის-აგვისტოში გაიმართება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, Black Sea Arena-ზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება კონცერტების პროგრამას წინასწარ გამოაქვეყნებს.
მსოფლიო ვარსკვლავების მასშტაბური კონცერტები სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი კორონავირუსის პანდემიამდე. ეს კონცერტებმა იზიდავდა არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.
ყველა ახალი ამბავი
0