https://sputnik-georgia.com/20220930/evrokavsiris-gancxadeba-270916492.html
ევროკავშირი არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას
ევროკავშირი არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არასდროს ცნობს რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების შესვლას რეფერენდუმების შედეგების მიხედვით, აცხადებენ... 30.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-30T19:26+0400
2022-09-30T19:26+0400
2023-07-20T15:47+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267048258_180:523:2892:2048_1920x0_80_0_0_df59b1a0844a366dabcb0433ea6ddfc3.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არასდროს ცნობს რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების შესვლას რეფერენდუმების შედეგების მიხედვით, აცხადებენ ევროგაერთიანების ლიდერები.ამასთან მათ მოუწოდეს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს, დაგმონ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება და უარი თქვან რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების ცნობაზე.დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც გააძლიერებს რესტრიქციებსა და ზეწოლებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა მან „აგრესიული ომი შეწყვიტოს“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267048258_262:504:2321:2048_1920x0_80_0_0_8106e77d6dd5b01d9ab45d4f4d4774ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას
19:26 30.09.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არასდროს ცნობს რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების შესვლას რეფერენდუმების შედეგების მიხედვით,
აცხადებენ ევროგაერთიანების ლიდერები.
ამასთან მათ მოუწოდეს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს, დაგმონ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება და უარი თქვან რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების ცნობაზე.
„ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვცნობთ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფის მიზნით, და არც მათ ფალსიფიცირებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნება იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი – უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, – ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში.
დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც გააძლიერებს რესტრიქციებსა და ზეწოლებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა მან „აგრესიული ომი შეწყვიტოს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.