https://sputnik-georgia.com/20220929/peskovi-putinsa-da-lukasenkos-minskism-mier-afxazetis-ariarebaze-ar-umsjeliat-270884283.html
პუტინსა და ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე არ უმსჯელიათ – პესკოვი
პუტინსა და ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე არ უმსჯელიათ – პესკოვი
Sputnik საქართველო
კრემლში იმედოვნებენ, რომ ბელარუსი შესაბამის გადაწყვეტილებას „დამოუკიდებლად და დროულად“ მიიღებს. 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T18:36+0400
2022-09-29T18:36+0400
2022-09-29T22:34+0400
რუსეთი
ბელარუსი
საქართველო
ახალი ამბები
აფხაზეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268744419_0:84:1280:804_1920x0_80_0_0_6d69541d3f849856add6a1ac28f8a929.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ ბელარუსის ელჩი გამოიძახა და ამით გააპროტესტა ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში. ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხშაბათს ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინა დღეს აფხაზეთის პრობლემები რუსეთის პრეზიდენტთან განიხილა და მხარეები „მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება“ და მისი დახმარებაა საჭირო.„ეს აბსოლუტურად შიდა საქმეა, ბელარუსის სუვერენული უფლება, და ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პესკოვმა.საქართველოს საგარეო უწყებაში პროტესტის გადასაცემად ბელარუსის ელჩი დაიბარეს>>მისი თქმით, ამ კონტექსტში ყირიმის აღიარებაზე საუბარი არ ყოფილა.საქართველომ კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.პრეზიდენტი: მიხარია, რომ გავაჭიანურე ბელარუსში ახალი ელჩის დანიშვნა>>ბელარუსს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ბელარუსი
საქართველო
აფხაზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268744419_0:0:1184:888_1920x0_80_0_0_3065a12389d0453a52cea010c6f1a801.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ბელარუსი , საქართველო, ახალი ამბები, აფხაზეთი, პოლიტიკა
რუსეთი, ბელარუსი , საქართველო, ახალი ამბები, აფხაზეთი, პოლიტიკა
პუტინსა და ლუკაშენკოს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე არ უმსჯელიათ – პესკოვი
18:36 29.09.2022 (განახლებულია: 22:34 29.09.2022) კრემლში იმედოვნებენ, რომ ბელარუსი შესაბამის გადაწყვეტილებას „დამოუკიდებლად და დროულად“ მიიღებს.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება
РИА Новости.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ ბელარუსის ელჩი გამოიძახა და ამით გააპროტესტა ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში. ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხშაბათს ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინა დღეს აფხაზეთის პრობლემები რუსეთის პრეზიდენტთან განიხილა და მხარეები „მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება“ და მისი დახმარებაა საჭირო.
„ეს აბსოლუტურად შიდა საქმეა, ბელარუსის სუვერენული უფლება, და ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ამ კონტექსტში ყირიმის აღიარებაზე საუბარი არ ყოფილა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ბელარუსს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.