პარლამენტის სპიკერი: საქართველოში რუსეთის 40 ათასი მოქალაქე იმყოფება

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამჟამად საქართველოში რუსეთის 40 ათასი მოქალაქე იმყოფება, მათ ნაწილს საქართველოსთან აქვს კავშირი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველო ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების რელოკაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყანად იქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ათ დღეში ქვეყანაში 80 ათასამდე რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მათი ნაწილი საქართველოდან სხვა ქვეყნებში უკვე გავიდა.

„დღეისათვის საქართველოში რუსეთის 40 ათასი მოქალაქე რჩება. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ მათგანს საქართველოსთან კავშირი აქვს – ან არიან ეთნიკური ქართველები, ან წარმოშობით საქართველოდან", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში უკვე მოხდა დახურულ ფორმატში საქართველოსთვის რისკების თემის განხილვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სიტუაციას აკონტროლებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ექსცესები არ გვაქვს და სახელმწიფო მთლიანად აკონტროლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნის კუთხით ვითარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე კონტროლი გაძლიერებულია.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სასაზღვრო კონტროლზე და უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლაზე, თუ ვინ შემოდის ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საკითხი სახელმწიფოს აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. სასაზღვრო სამსახური ერთპიროვნულად წყვეტს სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, შემოუშვას თუ არა ადამიანი ქვეყანაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რატომ არ უშვებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში - შსს-ს პასუხი>>>
რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარზე ჩარტყმული შტამპი იგივე ვიზაა.
„საზღვარი მთლიანად კონტროლის ქვეშაა, შტამპი არის იგივე ვიზა. მესაზღვრეს აქვს სრული უფლება, ეს შტამპი არ ჩაარტყას და არ გასცეს ეს ვიზა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ათ დღეში რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. საქართველოში დაახლოებით 80 ათასი ადამიანი შემოვიდა, აქედან ნახევარზე მეტმა საზღვარი გადმოკვეთა 21 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0