https://sputnik-georgia.com/20220929/batumshi-xelovnuri-kunzulis-mshenebloba-daiwyo-270858676.html
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო
Sputnik საქართველო
პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. 29.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-29T10:00+0400
2022-09-29T10:00+0400
2022-09-29T17:15+0400
საქართველო
აჭარა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270850556_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_55118701d019f5cc0b36ad81d9e6a825.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მსხვილი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძული „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.ბათუმში იგეგმება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება.სამშენებლო სამუშაოებს თორნიკე რიჟვაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო. რიჟვაძის თქმით, კუნძულის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ ზღვაში უკვე შექმნილია 2 ჰექტარი ტერიტორია. გარდა ამისა, დასრულდა ზღვის ფსკერის გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და თურქეთში. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის მოდინებაზე დაკვირვება.ინვესტორი „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განხორციელების ეტაპზე გეგმავს 100 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და 2 ათასი ადგილობრივის დასაქმებას.მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი დადგენილებით კომპანიას ბათუმში ბარცხანისა და თამარის დასახლებებში 90 ჰექტარი მიწის განაშენიანების უფლება მიენიჭება.პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/1c/270850556_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_403f69c8a6df5eec142458fae167769c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო
10:00 29.09.2022 (განახლებულია: 17:15 29.09.2022) პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში მსხვილი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძული „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში იგეგმება ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოებს თორნიკე რიჟვაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.
რიჟვაძის თქმით, კუნძულის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ ზღვაში უკვე შექმნილია 2 ჰექტარი ტერიტორია. გარდა ამისა, დასრულდა ზღვის ფსკერის გეოლოგიური და ბათიმეტრიული კვლევები.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და თურქეთში. მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის მოდინებაზე დაკვირვება.
ინვესტორი „ამბასადორი ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის განხორციელების ეტაპზე გეგმავს 100 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და 2 ათასი ადგილობრივის დასაქმებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი დადგენილებით კომპანიას ბათუმში ბარცხანისა და თამარის დასახლებებში 90 ჰექტარი მიწის განაშენიანების უფლება მიენიჭება.
პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.