https://sputnik-georgia.com/20220928/tbilisis-meria-sadguris-moedanze-gadasasvleli-gvirabis-gaganierebas-gegmavs-270841965.html
თბილისის მერია „სადგურის მოედანზე" გადასასვლელი გვირაბის გაგანიერებას გეგმავს
თბილისის მერია „სადგურის მოედანზე" გადასასვლელი გვირაბის გაგანიერებას გეგმავს
Sputnik საქართველო
სამომავლოდ დედაქალაქის მერია გეგმავს 40 ვაგონის შესყიდვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირებას. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T17:38+0400
2022-09-28T17:38+0400
2022-09-28T22:07+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262030561_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_14e742ec7f505666efd386279b2e9687.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე" არსებულ 70-მეტრიან გვირაბში მგზავრთა გადასვლა უკვე ფიზიკურად შეუძლებელია და საჭიროა დაიწყოს მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„სადგურის მოედანი" მეტროს ორ ხაზს აკავშირებს ერთმანეთთან. ზაფხულის სეზონის დამთავრებისა და სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ გვირაბს, რომელიც ამ ორ ხაზს აკავშირებს, მგზავრთა ნაკადის გატარება უჭირს.კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დაავალა, დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის, ჩართოს ექსპერტები, დარგის სპეციალისტები ნაკადების მართვის კუთხით.„შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ამიტომ დაიწყეთ ყველა ძალის გამოყენება, ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა, პარალელურად ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე", – მიმართა კალაძემ წილოსანს.კალაძე: „ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელს, რომელიც კერძო საკუთრებაა, მერია დაიბრუნებს>>როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მისთვის პირადად და თბილისის მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებიან.ბოლო პერიოდში პიკის საათებში ანალოგიური პრობლემებია შექმნილი მეტროს რამდენიმე სადგურზე, მათ შორის „ვარკეთილისა" და „ახმეტელის თეატრის" შესასვლელებში, სადაც პიკის საათებში მოქალაქეების დიდ რაოდენობას შესასვლელები ვერ ატარებს და პრობლემები იქმნება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262030561_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7ffa5795a7a05ad0b7c302893e009d64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კახა კალაძე
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კახა კალაძე
თბილისის მერია „სადგურის მოედანზე" გადასასვლელი გვირაბის გაგანიერებას გეგმავს
17:38 28.09.2022 (განახლებულია: 22:07 28.09.2022) სამომავლოდ დედაქალაქის მერია გეგმავს 40 ვაგონის შესყიდვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირებას.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე" არსებულ 70-მეტრიან გვირაბში მგზავრთა გადასვლა უკვე ფიზიკურად შეუძლებელია და საჭიროა დაიწყოს მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სადგურის მოედანი" მეტროს ორ ხაზს აკავშირებს ერთმანეთთან. ზაფხულის სეზონის დამთავრებისა და სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ გვირაბს, რომელიც ამ ორ ხაზს აკავშირებს, მგზავრთა ნაკადის გატარება უჭირს.
„გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა „სადგურის მოედანთან", სადაც ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება. 70-მეტრიან გვირაბში ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები ნაკადების მართვასთან დაკავშირებით", – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დაავალა, დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის, ჩართოს ექსპერტები, დარგის სპეციალისტები ნაკადების მართვის კუთხით.
„შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ამიტომ დაიწყეთ ყველა ძალის გამოყენება, ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა, პარალელურად ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე", – მიმართა კალაძემ წილოსანს.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მისთვის პირადად და თბილისის მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებიან.
ბოლო პერიოდში პიკის საათებში ანალოგიური პრობლემებია შექმნილი მეტროს რამდენიმე სადგურზე, მათ შორის „ვარკეთილისა" და „ახმეტელის თეატრის" შესასვლელებში, სადაც პიკის საათებში მოქალაქეების დიდ რაოდენობას შესასვლელები ვერ ატარებს და პრობლემები იქმნება.