პრეზიდენტმა და ვახტანგ გომელაურმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის საკითხი განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს ბოლო ათ დღეში რუსეთიდან საზღვრის გადმომკვეთი პირების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პიკი 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით იყო, როცა ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, საქართველო კი 22.929 რუსეთის მოქალაქემ დატოვა.
ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და ამისათვის გამოყენებული უნდა იყოს ყველა მექანიზმი.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია შეიკრიბოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რათა „აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებულია და ყველა ბერკეტი გამოყენებულია”.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს იწვევს პრემიერ-მინისტრი და მასში მონაწილეობას, პრეზიდენტის გარდა, იღებენ ძალოვანი მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელები, აგრეთვე სუსის ხელმძღვანელი.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0