https://sputnik-georgia.com/20220927/widaoba-semajamebeli-turniri-270814953.html
კლასიკური ჭიდაობა: წლის შემაჯამებელ ტურნირზე სამი ქართველი მოჭიდავე გამოვა
კლასიკური ჭიდაობა: წლის შემაჯამებელ ტურნირზე სამი ქართველი მოჭიდავე გამოვა
Sputnik საქართველო
წლის შემაჯამებელი ტურნირი 5-6 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება. 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T18:55+0400
2022-09-27T18:55+0400
2022-09-27T22:10+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260390444_95:226:1726:1143_1920x0_80_0_0_d277402138de7104590b1e12df405953.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) მსოფლიოს ნაკრებში იჭიდავებენ.მსოფლიო თასი ტრადიციული გუნდური ტურნირია, რომელშიც სეზონის გამორჩეული ნაკრებები და სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) 2022 წლის შემაჯამებელი პრესტიჟული შეჯიბრებისთვის მსოფლიოს ნაკრების განაცხადი შეავსო და მასში ხსენებული ქართველი მოჭიდავეები შეიყვანა. ტურნირი 5-6 ნოემბერსაა დაგეგმილი და მას აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.აღსანიშნავია, რომ წელს წურწუმიამ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, აბულაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო ხეცურიანმა ბოლო მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალში იასპარეზა.კლასიკური ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა>>მსოფლიო თასი თავისუფალი სტილით ჭიდაობაშიც ჩატარდება და, სავარაუდოდ, მსოფლიო ნაკრებში ქართველი ფალავნები ამ შემთხვევაშიც მოხვდებიან. შეჯიბრება 10-11 დეკემბერს აიოვა სიტიშია (აშშ) დაგეგმილი.თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების გარდა, მსოფლიო თასზე აშშ, ირანი, იაპონია და მონღოლეთი გამოვლენ. მათ ერთ გუნდად დაემატება ხუთეულს მიღმა დარჩენილი ქვეყნების ბაზაზე დაკომპლექტებული მსოფლიოს ნაკრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260390444_0:0:1524:1143_1920x0_80_0_0_3ddcf8b8b3f6954337e7fc66136e03ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
კლასიკური ჭიდაობა: წლის შემაჯამებელ ტურნირზე სამი ქართველი მოჭიდავე გამოვა
18:55 27.09.2022 (განახლებულია: 22:10 27.09.2022) წლის შემაჯამებელი ტურნირი 5-6 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) მსოფლიოს ნაკრებში იჭიდავებენ.
მსოფლიო თასი ტრადიციული გუნდური ტურნირია, რომელშიც სეზონის გამორჩეული ნაკრებები და სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) 2022 წლის შემაჯამებელი პრესტიჟული შეჯიბრებისთვის მსოფლიოს ნაკრების განაცხადი შეავსო და მასში ხსენებული ქართველი მოჭიდავეები შეიყვანა. ტურნირი 5-6 ნოემბერსაა დაგეგმილი და მას აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ წელს წურწუმიამ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, აბულაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო ხეცურიანმა ბოლო მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალში იასპარეზა.
მსოფლიო თასი თავისუფალი სტილით ჭიდაობაშიც ჩატარდება და, სავარაუდოდ, მსოფლიო ნაკრებში ქართველი ფალავნები ამ შემთხვევაშიც მოხვდებიან. შეჯიბრება 10-11 დეკემბერს აიოვა სიტიშია (აშშ) დაგეგმილი.
თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების გარდა, მსოფლიო თასზე აშშ, ირანი, იაპონია და მონღოლეთი გამოვლენ. მათ ერთ გუნდად დაემატება ხუთეულს მიღმა დარჩენილი ქვეყნების ბაზაზე დაკომპლექტებული მსოფლიოს ნაკრები.