https://sputnik-georgia.com/20220914/klasikuri-widaoba-270418900.html
კლასიკური ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა
კლასიკური ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა
Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოპოვება მხოლოდ ლერი აბულაძემ და ნუგზარ წურწუმიამ მოახერხეს. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T15:08+0400
2022-09-14T15:08+0400
2022-09-14T21:15+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24655/54/246555476_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_e5009f1c98abaf757018a4d77976e2c9.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა.პირველი მედალი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიპოვა. წურწუმია ფინალში აზერბაიჯანელ სპორტსმენთან ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალამდე 25 წლის ქართველმა მოჭიდავემ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა ალქადე (10:0), უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი (5:2) და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი (5:3) დაამარცხა.ასევე ვერცხლის მედლით დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ლერი აბულაძემ, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. აბულაძე ფინალში მასპინძელ მოჭიდავე სებასტიან ნადისთან დამარცხდა. მანამდე ქართველმა ფალავანმა ჩინელი ერბატუ ტუო (4:1), ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვი (7:2) და ირანელი ალი რეზა ნეჯატი (2:1) დაამარცხა.ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორი იაკობ ქაჯაია, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიეტუველ მანტას კნიასტაუტასთან დამარცხდა (1:3).ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით გაემგზავრა>>აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 1 ვერცხლის (ლერი აბულაძე) და 4 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა (ნუგზარ წურწუმია, რამაზ ზოიძე, იაკობ ქაჯაია, ლაშა გობაძე).15-18 სექტემბერს ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატი უკვე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მოჭიდავეს ყველა წონით კატეგორიაში გამოიყვანს.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24655/54/246555476_56:0:944:666_1920x0_80_0_0_1c2896f21050a0380c9b6f5874a6960c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
კლასიკური ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა
15:08 14.09.2022 (განახლებულია: 21:15 14.09.2022) მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოპოვება მხოლოდ ლერი აბულაძემ და ნუგზარ წურწუმიამ მოახერხეს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა.
პირველი მედალი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიპოვა. წურწუმია ფინალში აზერბაიჯანელ სპორტსმენთან ელდანიზ აზიზლისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალამდე 25 წლის ქართველმა მოჭიდავემ ემირატების წარმომადგენელი მოსტაფა ალქადე (10:0), უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი (5:2) და ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი (5:3) დაამარცხა.
ასევე ვერცხლის მედლით დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ლერი აბულაძემ, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. აბულაძე ფინალში მასპინძელ მოჭიდავე სებასტიან ნადისთან დამარცხდა. მანამდე ქართველმა ფალავანმა ჩინელი ერბატუ ტუო (4:1), ყირგიზი ტინარ შარშენბეკოვი (7:2) და ირანელი ალი რეზა ნეჯატი (2:1) დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორი იაკობ ქაჯაია, რომელიც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიეტუველ მანტას კნიასტაუტასთან დამარცხდა (1:3).
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 1 ვერცხლის (ლერი აბულაძე) და 4 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა (ნუგზარ წურწუმია, რამაზ ზოიძე, იაკობ ქაჯაია, ლაშა გობაძე).
15-18 სექტემბერს ბელგრადში მსოფლიო ჩემპიონატი უკვე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მოჭიდავეს ყველა წონით კატეგორიაში გამოიყვანს.