ჭიდაობა: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით გაემგზავრა

© photo: Sputnik / Ani Mejlumyan თავისუფალი სტილით ჭიდაობა
თავისუფალი სტილით ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით წარდგება. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სერბეთში უკვე გაემგზავრნენ. სერბეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრების ღირსებას შემდეგი სპორტსმენები დაიცავენ:
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი
65 კგ - ბექა ლომთაძე
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ - გიორგი სულავა
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ - ტარზან მაისურაძე
92 კგ - მირიან მაისურაძე
97 კგ - გივი მაჭარაშვილი
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
სერბეთის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 15 სექტემბერს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0