მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი რეფერენდუმებზე ევროპელ დამკვირვებლებს სანქციებს დაუწესებს

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმებზე დამკვირვებელთა დასწრებას დარღვევად მიიჩნევს და ევროკავშირის ქვეყნების დამკვირვებლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ აღიარებულ ლუგანსკში მიმდინარე კენჭისყრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დამკვირვებლები ესწრებიან, მათ შორის, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, არგენტინიდან, მექსიკიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან, ბრაზილიიდან და ნიდერლანდიდან.

„ამ უკანონო ქმედებებს აკვირდებიან არა მხოლოდ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები. ამ რეფერენდუმების ნებისმიერი მხარდაჭერა მიიჩნევა უკანონოდ... მაგრამ შეეხებათ თუ არა კონკრეტულ პირებს სანქციების რეჟიმი, ეს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. თითოეული შემთხვევის თაობაზე გადაწყვეტილებას ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ. თუმცა [ევროკავშირის] მოქალაქეებისთვის სანქციების სიაში მოხვედრის თეორიული შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუ ქვეყნები ამას უკანონოდ მიიჩნევენ“, — განაცხადა მან.

სტანოს თქმით, „შედეგები დადგება ყველა იმ პირისთვის, ვინც ამ უკანონო რეფერენდუმებში მონაწილეობს“.
რუსეთის მიერ აღიარებულ ლუგანსკსა და დონეცკში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმები 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რუსეთი მხარს დაუჭერს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ ტერიტორიების მოსახლეობა მიიღებს. დასავლეთის ქვეყნებმა, ასევე თურქეთმა და ყაზახეთმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ რეფერენდუმების შედეგების ცნობას.
ყველა ახალი ამბავი
0