მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შოლცმა განმარტა, რატომ უთხრა კიევს უარი „ლეოპარდებზე“

© AFP 2024 / Axel Heimken
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
თბილისი, 26 სექტემბერი − Sputnik. ბერლინი ისე უნდა დაეხმაროს უკრაინას, რომ მდგომარეობა რუსეთსა და ნატოს შორის ომამდე არ მიიყვანოს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა The New York Post-თან ინტერვიუში.
ასე ახსნა შოლცმა გერმანიის უარი უკრაინაში მძიმე შეიარაღების გაგზავნაზე, რასაც კიევი ითხოვს.

„ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ ვითარება რუსეთსა და ნატოს შორის ომამდე არ მივიყვანოთ, რაც კატასტროფა იქნებოდა“, − განმარტა კანცლერმა.

მანამდე ბერლინმა უარი უთხრა კიევს ტანკ „ლეოპარდებისა“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „მერდერების“ მიწოდებაზე, რასაც უკრაინელი პოლიტიკოსების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. როგორც უკრაინის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება წერდა სოციალურ ქსელებში, გერმანიას „ამ შეიარაღების მიწოდებაზე უარი არანაირი რაციონალური არგუმენტით არ გაუმყარებია − იყო მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და თავის მართლებები“.
NYT-ის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბრისას შოლცი გაბრაზდა კიდეც.
„ლიდერობა არ ნიშნავს იმას, რომ გააკეთო ყველაფერი, რასაც გთხოვენ. ლიდერობა იმას ნიშნავს, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები და იყო ძალიან ძლიერი. და ეს ისაა, რასაც მე ვაკეთებ“, − განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე გერმანიამ უკრაინას დაპირებული სარაკეტო სისტემები Mars II და 50 ჯავშანტრანსპორტიორი Dingo გადასცა. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა აღნიშნა, ბუნდესვერის მარაგებიდან უკრაინისთვის იარაღის გადაცემამ ზღვარს მიაღწია. მისი თქმით, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის პირობებში კიევისთვის შემდგომი დახმარების გაწევაზე აუცილებელია კოორდინაცია მოკავშირეებთან.
წყარო: The New York Post
ყველა ახალი ამბავი
0