https://sputnik-georgia.com/20220926/snoudenma-rusetis-moqalaqeoba-miiro-270791025.html
სნოუდენმა პუტინის ბრძანების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
სნოუდენმა პუტინის ბრძანების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
Sputnik საქართველო
რუსეთის ლიდერის შესაბამისი ბრძანება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T22:21+0400
2022-09-26T22:21+0400
2023-07-20T15:47+0400
ახალი ამბები
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23477/59/234775904_0:0:3561:2004_1920x0_80_0_0_e233a892793337c2d2eb25d39f5c888e.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.„რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად ვადგენ: მიენიჭოს რუსეთის მოქალაქეობა ედვარდ ჯოზეფ სნოუდენს, დაბადებულს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1983 წლის 21 ივნისს“, – ნათქვამია ბრძანებაში.როგორც РИА Новости-ს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა, სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისივე თხოვნით მიენიჭა.ედვარდ სნოუდენმა 2013 წლის ივნისში The Washington Post-სა და The Guardian-ს მთელი რიგი საიდუმლო მასალები გადასცა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თვალთვალის პროგრამების შესახებ. ის თავდაპირველად ჰონკონგში გაფრინდა, იქიდან კი მოსკოვში ჩავიდა, სადაც გარკვეული პერიოდი შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გაატარა.სნოუდენმა სმარტფონების მფლობელები თვალთვალის საფრთხის შესახებ გააფრთხილა>>რუსეთმა სნოუდენს ერთწლიანი დროებითი თავშესაფარი მისცა იმ პირობით, რომ ის აშშ-ის წინააღმდეგ საქმიანობას შეწყვეტდა. 2014 წლის აგვისტოში მას რუსეთში სამი წლით ბინადრობის უფლება მიეცა, რაც მას უფლებას აძლევდა, ემოგზაურა არა მხოლოდ რუსეთის მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2017 წლის იანვარში კი მას კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივეს ბინადრობის უფლება.სნოუდენს საბოლოოდ რუსეთში უვადოდ ცხოვრების ნებართვა მისცეს. 2020 წლის ნოემბერში მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სნოუდენი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23477/59/234775904_392:0:3511:2339_1920x0_80_0_0_2dc36af17b26fc4cc04fe83345e3f29a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
სნოუდენმა პუტინის ბრძანების საფუძველზე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
22:21 26.09.2022 (განახლებულია: 15:47 20.07.2023) რუსეთის ლიდერის შესაბამისი ბრძანება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად ვადგენ: მიენიჭოს რუსეთის მოქალაქეობა ედვარდ ჯოზეფ სნოუდენს, დაბადებულს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1983 წლის 21 ივნისს“, – ნათქვამია ბრძანებაში.
როგორც
РИА Новости-ს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა, სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისივე თხოვნით მიენიჭა.
ედვარდ სნოუდენმა 2013 წლის ივნისში The Washington Post-სა და The Guardian-ს მთელი რიგი საიდუმლო მასალები გადასცა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თვალთვალის პროგრამების შესახებ. ის თავდაპირველად ჰონკონგში გაფრინდა, იქიდან კი მოსკოვში ჩავიდა, სადაც გარკვეული პერიოდი შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გაატარა.
რუსეთმა სნოუდენს ერთწლიანი დროებითი თავშესაფარი მისცა იმ პირობით, რომ ის აშშ-ის წინააღმდეგ საქმიანობას შეწყვეტდა. 2014 წლის აგვისტოში მას რუსეთში სამი წლით ბინადრობის უფლება მიეცა, რაც მას უფლებას აძლევდა, ემოგზაურა არა მხოლოდ რუსეთის მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2017 წლის იანვარში კი მას კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივეს ბინადრობის უფლება.
სნოუდენს საბოლოოდ რუსეთში უვადოდ ცხოვრების ნებართვა მისცეს. 2020 წლის ნოემბერში მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სნოუდენი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს.