სნოუდენმა სმარტფონების მფლობელები თვალთვალის საფრთხის შესახებ გააფრთხილა

© photo: Sputnik / Maksim Blinovედვარდ სნოუდენი
ედვარდ სნოუდენი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
სნოუდენმა აღნიშნა, რომ კერძო კომპანიები ამუშავებენ ტელეფონის „გატეხვის“ და მის „შიგთავსზე“ წვდომის მეთოდოლოგიებს, მაშინ როდესაც არაფერი ესაქმებათ სმარტფონების მფლობელების პირად მონაცემებთან
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა სმარტფონების მფლობელები გააფრთხილა, რომ მათი პირადი მონაცემები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს გაჯეტების მწარმოებელი კომპანიებისთვის, კერძოდ კი Apple-თვის. ამის შესახებ წერს РИА Новости.
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2020
სმარტფონზე ბანკის დანართის დაყენება სახიფათოა: ექსპერტი გამოსავალს გასწავლით
მისი თქმით, ახლა აშშ-ში უნდა ამოქმედდეს ტელეფონში ინფორმაციის მოძიების ტექნოლოგია. მაგრამ როგორც კი Apple დაამტკიცებს, რომ შეუძლია გაეცნოს ტელეფონში არსებული ფაილების შინაარსს, ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სერიოზული დარღვევა იქნება. გარკვეულ მომენტში ამერიკული კორპორაცია „ზღვარს გადავა“ და „პოლიტიკურად უხერხული“ და ფინანსური მომენტების მოძიებას დაიწყებს.
„თუნდაც თქვენ ენდობოდეთ კომპანია Apple-ს, როგორც კი Apple შექმნის პრეცედენტს, როგორც კი ამას ვინმეს გაუკეთებენ, მათ აღარ ექნებათ იმის თქმის უფლება, რომ ამას აღარასდროს აღარ გააკეთებენ. დაფიქრდით, Apple უარს ეტყვის აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთის მთავრობებს? რა თქმა უნდა - არა“, - განაცხადა სნოუდენმა მარათონზე „ახალი ცოდნა“.
სმარტფონი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2020
მსოფლიო დღეს
მაინც გიპოვიან: ლოკაციის დადგენა მაინც შესაძლებელია, თუნდაც სმარტფონი გამორთული იყოს
სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა განმარტა, რომ ახლა კორპორაციაში უნდათ დაიწყონ მოწყობილობებში არსებული არალეგალური კონტენტის ძებნა მანამდე, სანამ ეს ინფორმაცია მათ სერვერებზე გაჩნდება. Apple ამას ხსნის „ლამაზი იგავებით იმის შესახებ, რომ თითქოს ეს კეთდება თვენივე უსაფრთხოებისთვის, მონაცემთა დაცვისთვის“.
„მაგრამ აქ არსებობს მკაფიო ზღვარი ორ რამეს შორის - რაც არის მათი საკუთრება და რაც თქვენს საკუთრებას წარმოადგენს“, - განმარტა მან.
სნოუდენმა ასევე აღნიშნა, რომ კერძო კომპანიები ამუშავებენ ტელეფონის „გატეხვის“ და მის „შიგთავსზე“ წვდომის მეთოდოლოგიებს, მაშინ როდესაც არაფერი ესაქმებათ სმარტფონების მფლობელების პირად მონაცემებთან. შემდგომში გაჯეტების მწარმოებლები ამ ტექნოლოგიების სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის მიყიდვას გეგმავენ, მიიჩნევს ის.
ყველა ახალი ამბავი
0