სკვერების დაზიანებისთვის ჯარიმები დაწესდება

© Tbilisi City Hallსკვერი თბილისში
სკვერი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
სკვერების დაზიანებისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1 ათასი ლარით.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით დანაგვიანებისთვის ჯარიმები დაწესდება.
მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ პარლამენტს უკვე წარედგინა.
შესწორებების თანახმად, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1.000 ლარით.
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 1 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, დაჯარიმებას დაექვემდებარება ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა და შეუსრულებლობა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ჯარიმა დადგენილია ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრისა და მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის შემთხვევებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0