https://sputnik-georgia.com/20220926/rtveli-2022-mevenaxeebma-174-mln-laramde-gamoimusaves-270790060.html
რთველი 2022: კახეთში მევენახეებმა 174 მილიონ ლარამდე გამოიმუშავეს
რთველი 2022: კახეთში მევენახეებმა 174 მილიონ ლარამდე გამოიმუშავეს
Sputnik საქართველო
26 სექტემბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი ყურძენი – 47,7 ათასი ტონა გადამუშავებულია ყვარელში. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T21:31+0400
2022-09-26T21:31+0400
2022-09-26T22:31+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862899_0:97:1748:1080_1920x0_80_0_0_143f5de09adc0cde156dff076ac4c832.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რთველი-2022-ის ფარგლებში კახეთში ყურძენი ქარხნებში 16 ათასამდე ფერმერმა ჩააბარა და მათ ჯამში 174 მილიონ ლარამდე გამოიმუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რაიონებში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. ბოლო მონაცემებით, 225-მა კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი, ნათქვამია განცხადებაში.26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 175,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში – 47,7 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: გურჯაანი – 45 ათასი ტონა, თელავი – 34 ათასი ტონა, სიღნაღი – 20,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 11,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 6,5 ათასი ტონა, ახმეტა – 6,8 ათასი ტონა და საგარეჯო – 3,7 ათასი ტონა.ყურძნის დღეღამური გადამუშავება 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია.სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო>>მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც ხორციელდება.საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას კილოგრამზე 35 თეთრის ოდენობით.სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862899_464:183:1660:1080_1920x0_80_0_0_317598b96a275b00fedbe9267ad77b20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
რთველი 2022: კახეთში მევენახეებმა 174 მილიონ ლარამდე გამოიმუშავეს
21:31 26.09.2022 (განახლებულია: 22:31 26.09.2022) 26 სექტემბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი ყურძენი – 47,7 ათასი ტონა გადამუშავებულია ყვარელში.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რთველი-2022-ის ფარგლებში კახეთში ყურძენი ქარხნებში 16 ათასამდე ფერმერმა ჩააბარა და მათ ჯამში 174 მილიონ ლარამდე გამოიმუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რაიონებში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. ბოლო მონაცემებით, 225-მა კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი, ნათქვამია
განცხადებაში.
26 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 175,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში – 47,7 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: გურჯაანი – 45 ათასი ტონა, თელავი – 34 ათასი ტონა, სიღნაღი – 20,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 11,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 6,5 ათასი ტონა, ახმეტა – 6,8 ათასი ტონა და საგარეჯო – 3,7 ათასი ტონა.
ყურძნის დღეღამური გადამუშავება 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც ხორციელდება.
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას კილოგრამზე 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.