https://sputnik-georgia.com/20220926/orbelianis-moedantan-gadaadgileba-seizrudeba-270790278.html
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბერს გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბერს გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
Sputnik საქართველო
ტრანსპორტის გადაადგილების ნაწილობრივ შეზრუდვის მიზეზი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებებია. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T21:46+0400
2022-09-26T21:46+0400
2022-09-26T22:41+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251439693_0:123:3207:1927_1920x0_80_0_0_d2c322d15eb2730570ea7e9ba4c7b8f9.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა-2022“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს.მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. ასევე ვირსალაძის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ათონელის ქუჩაზე, შემდგომ მარცხნივ მოხვევით, იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით.როგორი იქნება „თბილისობა 2022“: რას გეგმავს მერია>>წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება. შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251439693_238:0:2969:2048_1920x0_80_0_0_947cd7fd5a4ae6650f8e523a6ae8258b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო
ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბერს გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
21:46 26.09.2022 (განახლებულია: 22:41 26.09.2022) ტრანსპორტის გადაადგილების ნაწილობრივ შეზრუდვის მიზეზი „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებებია.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა-2022“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს.
მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.
ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. ასევე ვირსალაძის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ათონელის ქუჩაზე, შემდგომ მარცხნივ მოხვევით, იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით.
წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება. შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.