https://sputnik-georgia.com/20220901/rogori-iqneba-tbilisoba-ras-gegmavs-meria-269977430.html
როგორი იქნება „თბილისობა 2022“: რას გეგმავს მერია
როგორი იქნება „თბილისობა 2022“: რას გეგმავს მერია
Sputnik საქართველო
შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. 01.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-01T15:33+0400
2022-09-01T15:33+0400
2022-09-01T21:04+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24667/91/246679140_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_bd2bbb361b4e91636efefd07eeec2e36.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.„ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები და კონცერტები მთელი დღის განმავლობაში“, – აღნიშნა მერმა.პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24667/91/246679140_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_0e4c21948539ce7817f5feb61a8bc21e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორი იქნება „თბილისობა 2022“: რას გეგმავს მერია
15:33 01.09.2022 (განახლებულია: 21:04 01.09.2022) შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.
„ეს დღესასწაული, რომელიც ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი ტრადიცია და მისი ცხოვრების ნაწილია, წელს ისევ გაიმართება… „თბილისობა“ იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით“, – განაცხადა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.
„ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები და კონცერტები მთელი დღის განმავლობაში“, – აღნიშნა მერმა.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.