https://sputnik-georgia.com/20220926/izrdeba-samsaxurebrivi-mivlinebis-xarjebi-270790754.html
საქართველოში სამსახურებრივი მივლინების ხარჯები იზრდება
საქართველოში სამსახურებრივი მივლინების ხარჯები იზრდება
Sputnik საქართველო
სახელმწიფო სექტორთან ერთად შესწორებები კერძო სექტორისთვისაც იმოქმედებს. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T22:03+0400
2022-09-26T22:03+0400
2022-09-26T22:43+0400
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ოდენობა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.შესაბამისი შესწორებები შევა მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ეხება სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო ხარჯებს. ანალოგიური შესწორებები, სახელმწიფო სექტორთან ერთად, კერძო სექტორისთვისაც იმოქმედებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დადგენილების საფუძველზე დარეგულირდება.მინისტრის ინფორმაციით, იქნება დაახლოებით 37-პროცენტიანი ზრდა ქვეყნების მიმართულებით. ძირითადად ეს იქნება სამი კატეგორია დღიურ ნორმებთან მიმართებით; იქნება 45 დოლარის ოდენობით, 60 დოლარისა და 75 დოლარის ოდენობით ქვეყნებში ცხოვრების დონის მიხედვით.ასევე გადაიხედება სასტუმროს ნორმები, რომელიც დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით, დაახლოებით იგივე პროცენტული ოდენობით.ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული ნორმები უკვე მრავალი წელია არსებობს და არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ საქართველოშიცა და ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვითარება შეიცვალა.მინისტრის ინფორმაციით, დადგენილება უახლოეს დღეებში ამოქმედდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში სამსახურებრივი მივლინების ხარჯები იზრდება
22:03 26.09.2022 (განახლებულია: 22:43 26.09.2022) სახელმწიფო სექტორთან ერთად შესწორებები კერძო სექტორისთვისაც იმოქმედებს.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ოდენობა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
შესაბამისი შესწორებები შევა მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ეხება სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო ხარჯებს. ანალოგიური შესწორებები, სახელმწიფო სექტორთან ერთად, კერძო სექტორისთვისაც იმოქმედებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დადგენილების საფუძველზე დარეგულირდება.
„პირველი, ეს ეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებს, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო 15-ლარიანი ლიმიტი. ეს ნორმა გახდება 30 ლარის ტოლი. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებებს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა იქნება დაკორექტირებული. ის შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ერთიან სტანდარტთან“, – განუცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებს.
მინისტრის ინფორმაციით, იქნება დაახლოებით 37-პროცენტიანი ზრდა ქვეყნების მიმართულებით. ძირითადად ეს იქნება სამი კატეგორია დღიურ ნორმებთან მიმართებით; იქნება 45 დოლარის ოდენობით, 60 დოლარისა და 75 დოლარის ოდენობით ქვეყნებში ცხოვრების დონის მიხედვით.
ასევე გადაიხედება სასტუმროს ნორმები, რომელიც დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით, დაახლოებით იგივე პროცენტული ოდენობით.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული ნორმები უკვე მრავალი წელია არსებობს და არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ საქართველოშიცა და ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვითარება შეიცვალა.
მინისტრის ინფორმაციით, დადგენილება უახლოეს დღეებში ამოქმედდება.