https://sputnik-georgia.com/20220925/me-ver-vageb-pasuxs-tea-wulukiani-gelatis-tazris-gadarcenaze-270760431.html
„მე ვერ ვაგებ პასუხს“ - თეა წულუკიანი გელათის ტაძრის გადარჩენაზე
„მე ვერ ვაგებ პასუხს“ - თეა წულუკიანი გელათის ტაძრის გადარჩენაზე
Sputnik საქართველო
2008 წელს, როდესაც გელათის რეკონსტრუქციის პროექტი მუშავდებოდა, ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა, განაცხადა მინისტრმა 25.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-25T20:24+0400
2022-09-25T20:24+0400
2022-09-25T20:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_0:0:3346:1882_1920x0_80_0_0_0c70c2091ee7cab4fd8825bc9675d39c.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვერ აგებს პასუხს წინა ხელისუფლების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ტაძრის რეკონსტრუქციის დროს დაშვებულ შეცდომებზე. ამის შესახებ მინისტრმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა.არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების გამო გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. ძეგლის დაზიანებისგან დასაცავად სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. იმ დროიდან გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2008 წელს, როდესაც გელათის რეკონსტრუქციის პროექტი მუშავდებოდა, ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა.როგორც წულუკიანი ამტკიცებს, იმ დროს, როდესაც გელათის გადახურვის რემონტის დაწყება გადაწყდა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს „დავით აღმაშენებელს“ უწოდებდა, ხოლო მისი მიმდევრები - „დავით აღმაშენებლის ჯარისკაცებს“, ამიტომ გადაწყდა ტაძრის გადახურვა კრამიტით, როგორც ეს დიდი მეფის დროს ხდებოდა. მაგრამ დღეს, წულუკიანის თქმით, საქართველოს აღარ აქვს გამძლე, მტკიცე და წყალმედეგი კრამიტის წარმოების ტრადიცია.მინისტრის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეაჩერეს მაინცდამაინც კრამიტზე საკუთარი არჩევანი დიდმა მეცნიერმა გიორგი გაგოშიძემ და გელათის აღდგენის პროექტის ავტორმა კახა ტრაპაიძემ.მინისტრის თქმით, ამჟამად გელათის სახურავის რემონტის პროექტის დეტალებს შესაბამისი ორგანოები იძიებენ.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_615:0:3346:2048_1920x0_80_0_0_941b96191b1ea4c12b9ebd52c916aaa0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს მთავრობა
„მე ვერ ვაგებ პასუხს“ - თეა წულუკიანი გელათის ტაძრის გადარჩენაზე
2008 წელს, როდესაც გელათის რეკონსტრუქციის პროექტი მუშავდებოდა, ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვერ აგებს პასუხს წინა ხელისუფლების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ტაძრის რეკონსტრუქციის დროს დაშვებულ შეცდომებზე. ამის შესახებ მინისტრმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა.
არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების გამო გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. ძეგლის დაზიანებისგან დასაცავად სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. იმ დროიდან გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.
„მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, იმაზე, რაც მათ მიერ გაკეთდა, მე ვერ ვაგებ პასუხს, მაგრამ მე ვაგებ პასუხს იმაზე, რომ პრობლემები იქნა გამოტანილი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2008 წელს, როდესაც გელათის რეკონსტრუქციის პროექტი მუშავდებოდა, ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა.
როგორც წულუკიანი ამტკიცებს, იმ დროს, როდესაც გელათის გადახურვის რემონტის დაწყება გადაწყდა, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს „დავით აღმაშენებელს“ უწოდებდა, ხოლო მისი მიმდევრები - „დავით აღმაშენებლის ჯარისკაცებს“, ამიტომ გადაწყდა ტაძრის გადახურვა კრამიტით, როგორც ეს დიდი მეფის დროს ხდებოდა. მაგრამ დღეს, წულუკიანის თქმით, საქართველოს აღარ აქვს გამძლე, მტკიცე და წყალმედეგი კრამიტის წარმოების ტრადიცია.
მინისტრის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეაჩერეს მაინცდამაინც კრამიტზე საკუთარი არჩევანი დიდმა მეცნიერმა გიორგი გაგოშიძემ და გელათის აღდგენის პროექტის ავტორმა კახა ტრაპაიძემ.
მინისტრის თქმით, ამჟამად გელათის სახურავის რემონტის პროექტის დეტალებს შესაბამისი ორგანოები იძიებენ.
„ეს მე არ მეხება, მე კულტურის მინისტრი ვარ. საქმე გამოძიებაშია. ეს არის მრავალი წლის დოკუმენტაციის შესწავლის პროცესი და ალბათ, გენპროკურორს უნდა ჰკითხოთ ან ქუთაისის პროკურორს. მასალები გადაცემულია დაახლოებით, ალბათ, წელიწადზე მეტია. თუ არ მეშლება, ეს ჩემს დანიშვნამდე მოხდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.