https://sputnik-georgia.com/20220925/ara-argumenti-ara-gunduroba-tea-wulukianma-opozicia-gaakritika-270758752.html
„არა არგუმენტი, არა გუნდურობა“ - თეა წულუკიანმა ოპოზიცია გააკრიტიკა
„არა არგუმენტი, არა გუნდურობა“ - თეა წულუკიანმა ოპოზიცია გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ მწვავე კითხვებს უპასუხა 25.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-25T18:51+0400
2022-09-25T18:51+0400
2022-09-25T18:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24661/17/246611790_0:60:2000:1185_1920x0_80_0_0_25ef042cb47d22a6a78fdbdee5a60a3a.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ოპოზიცია გააკრიტიკა: მისი თქმით, პარლამენტში ათი წლის ყოფნის პერიოდში არ უნახავს ასეთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია.წულუკიანის თქმით, ადრე მისი გამოსვლების დროს იყო უმწვავესი დებატები და შეკითხვები, რაც ახლა არ არის.წამყვანის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა მთავრობა „ცხელ“ შემოდგომას, როგორც ამას ოპოზიცია აანონსებს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არ ელოდება ამას. მთავრობა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებს ელოდება, აღნიშნა მან.„მე არ ველოდები არც ცხელ შემოდგომებს, არც ცხელ გაზაფხულებს და არც არავითარ სიცხეებს, გარდა ზაფხულის თვეებისა. ჩვენ ველოდებით 2024 წლის არჩევნებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რაც ყველაზე მეტად მახარებს. ერთხელ და სამუდამოდ, კიდევ ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ გაცხადდება ოპოზიციის რეალური სახე, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში არჩევნები არ ყალბდება“, - განაცხადა წულუკიანმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელი თუ არა, ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეპოლარიზაცია აღმოჩნდეს ერთადერთი შეუსრულებელი პუნქტი, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში თანამშრომლობა ამ დრომდე ვერ შედგა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 12 პუნქტის შესრულებაზე ძალიან სიღრმისეული მუშაობა მიმდინარეობს და ეს დასაფასებელია.ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.მათ შორის არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24661/17/246611790_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_d81a249b7a6d6243e2137c9748c5ef5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა
„არა არგუმენტი, არა გუნდურობა“ - თეა წულუკიანმა ოპოზიცია გააკრიტიკა
თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ მწვავე კითხვებს უპასუხა
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ოპოზიცია გააკრიტიკა: მისი თქმით, პარლამენტში ათი წლის ყოფნის პერიოდში არ უნახავს ასეთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიცია.
„ათი წელია, პარლამენტში დავდივარ და ასეთი გასაცოდავებული, გაპარტახებული და განულებული ოპოზიცია მე არ მინახავს – არა არგუმენტი, არა მობილიზებულობა, არა გუნდურობა, არა კოორდინაცია“, - განაცხადა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
წულუკიანის თქმით, ადრე მისი გამოსვლების დროს იყო უმწვავესი დებატები და შეკითხვები, რაც ახლა არ არის.
წამყვანის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა მთავრობა „ცხელ“ შემოდგომას, როგორც ამას ოპოზიცია აანონსებს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არ ელოდება ამას. მთავრობა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებს ელოდება, აღნიშნა მან.
„მე არ ველოდები არც ცხელ შემოდგომებს, არც ცხელ გაზაფხულებს და არც არავითარ სიცხეებს, გარდა ზაფხულის თვეებისა. ჩვენ ველოდებით 2024 წლის არჩევნებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რაც ყველაზე მეტად მახარებს. ერთხელ და სამუდამოდ, კიდევ ერთხელ, მაგრამ სამუდამოდ გაცხადდება ოპოზიციის რეალური სახე, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში არჩევნები არ ყალბდება“, - განაცხადა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელი თუ არა, ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან დეპოლარიზაცია აღმოჩნდეს ერთადერთი შეუსრულებელი პუნქტი, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში თანამშრომლობა ამ დრომდე ვერ შედგა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 12 პუნქტის შესრულებაზე ძალიან სიღრმისეული მუშაობა მიმდინარეობს და ეს დასაფასებელია.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
მათ შორის არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.