https://sputnik-georgia.com/20220924/mixeil-cxenkeli-harvardis-universitetis-qartvelologiis-programis-studentebs-sexvda-270731399.html
მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
Sputnik საქართველო
ჰარვარდის უნივერსიტეტში აგვისტოში ქართული ენის შესწავლის მსურველებისთვის კურსები გაიხსნა. 24.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-24T12:37+0400
2022-09-24T12:37+0400
2022-09-24T12:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აშშ
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267046815_0:81:1000:644_1920x0_80_0_0_611b482808e3a5e211fe9aa0819e61fd.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.განათლების მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის აგვისტოში პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა.განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი ესწრებოდა.ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიეღოთ.ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსები იხსნება >>ჰარვარდის უნივერსიტეტში ვიზიტისას მიხეილ ჩხენკელი ასევე რეჟისორ თათია სხირტლაძის ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო, რომელიც ქართველოლოგიის პროგრამის ეგიდით გაიმართა.ფილმი ოთხი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრეს. ფილმის ჩვენების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებასთან გამოჩენილი ქართველი ქალი მოჭადრაკეების ღვაწლის შესახებ ისაუბრა.მინისტრმა მათ ასევე გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში, პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგნად შეისწავლება.Harvard University აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1636 წელს დაარსდა. სახელი სამღვდელო პირის ჯონ ჰარვარდის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც უნივერსიტეტს თავისი ქონების ნახევარი და დიდი ბიბლიოთეკა დაუტოვა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/01/267046815_0:95:902:772_1920x0_80_0_0_f63328f3cdf55efa70c1eac5c831ce7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , აშშ , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , აშშ , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა
ჰარვარდის უნივერსიტეტში აგვისტოში ქართული ენის შესწავლის მსურველებისთვის კურსები გაიხსნა.
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
განათლების მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის აგვისტოში პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი ესწრებოდა.
„პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიეღოთ.
ჰარვარდის უნივერსიტეტში ვიზიტისას მიხეილ ჩხენკელი ასევე რეჟისორ თათია სხირტლაძის ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო, რომელიც ქართველოლოგიის პროგრამის ეგიდით გაიმართა.
ფილმი ოთხი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრეს. ფილმის ჩვენების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებასთან გამოჩენილი ქართველი ქალი მოჭადრაკეების ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა მათ ასევე გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში, პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგნად შეისწავლება.
Harvard University აშშ-ის უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1636 წელს დაარსდა. სახელი სამღვდელო პირის ჯონ ჰარვარდის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც უნივერსიტეტს თავისი ქონების ნახევარი და დიდი ბიბლიოთეკა დაუტოვა.