ქედაში ავტოავარიას უცხოელი ტურისტები ემსხვერპლნენ

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი უცხოელი ტურისტი დაიღუპა, იუწყება ქართული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტობუსი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ასევე დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMS-ში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0