მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო: ბელარუსში მობილიზაცია არ გამოცხადდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
თბილისი, 23 სექტემბერი − Sputnik. ცალკეულ ოპოზიციურ რესურსებზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთის კვალდაკვალ მობილიზაცია ბელარუსშიც გამოცხადდება, პროპაგანდისტების სიცრუეა, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ბელარუსში არანაირი მობილიზაცია არ იგეგმება.

„ეს მობილიზაცია რუსეთშია. ცდილობენ, რომ ეს ხიდი ჩვენკენაც გამოდონ, თითქოს ჩვენთანაც იქნება... და რომ არ იყოს? პროპაგანდისტებს <...> სურთ შექმნან სიტუაცია, რაღაცას ჩაეჭიდონ. არანაირი მობილიზაცია არ იქნება. ეს ტყუილია“, − ციტირებს ლუკაშენკოს ტელეგრამ-არხი „პირველის პული“ (Пул первого).

მანამდე ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა ალექსანდრ ვოფოვიჩმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაციის საჭიროება არ არსებობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, არმიაში 300 ათას რეზერვისტს გაიწვევენ, რაც რუსეთის მთლიანი სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ოდნავ მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0