საკადრო გადაადგილებები შსს-ში - კრიმინალურ პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerმცხეთა-მთიანეთის პოლიციის რეგიონული სამმართველო
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის რეგიონული სამმართველო - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
მანამდე თეიმურაზ კუპატაძე თბილისის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს – ამ პოსტზე დაინიშნა პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

აქამდე კუპატაძეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე ჩაანაცვლა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0