კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს პოლიციის ახალი უფროსები ჰყავთ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის შენობა
საპატრულო პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ახალ ხელმძღვანელებს ძალოვან სისტემაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე კალანდაძეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცველ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელი პოზიციები ეკავათ.
ყველა ახალი ამბავი
0