მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Financial Times-მა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტის შინაარსი შეიტყო

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
თბილისი, 23 სექტემბერი − Sputnik. ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც დონბასში რეფერენდუმისა და რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საპასუხოდ მზადდება, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებას შეეხება, იტყობინება გაზეთი Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
ახალი პაკეტი გააფართოვებს სანქცირებულ პირთა სიას, ის ასევე მოიცავს რესტრიქციებს რუსული პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ.
ამასთან, ევროკავშირის რადიკალურად განწყობილი ქვეყნები, კერძოდ, პოლონეთი და ბალტიისპირეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ხისტი ზომების გატარებას მოითხოვენ. კონკრეტულად, ისინი მხარს უჭერენ უფრო მეტი რუსული ბანკის გათიშვას SWIFT-ის სისტემიდან, ასევე ალმასების იმპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, ამ სანქციების დაწესებას არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ მინსკის წინააღმდეგაც.
ამასთან, როგორც FT-ის ევროპელ მაღალჩინოსან წყაროებს მიაჩნიათ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს ახალი სანქციების საკითხზე შეთანხმების მიღწევა გაუჭირდება. კერძოდ, უნგრეთი უკვე გამოვიდა ენერგეტიკის სექტორში შემაკავებელი ზომების წინააღმდეგ. თუმცა, თავის მხრივ, ევროკავშირში უკვე მსჯელობენ ვეტოს უფლების გაუქმებასა და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების, მათ შორის, ანტირუსული სანქციების უბრალო უმრავლესობით მიღების პრინციპზე გადასვლაზე.

ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტის მომზადება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციისა და დონბასში, ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში რეფერენდუმების საპასუხოდ დაიწყო, რომელიც ამ ტერიტორიების რუსეთთან მიერთებას ეძღვნება.
წყარო: Financial Times
ყველა ახალი ამბავი
0