https://sputnik-georgia.com/20220923/adb-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-270701194.html
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
Sputnik საქართველო
ADB-ს პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. 23.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-23T10:22+0400
2022-09-23T10:22+0400
2022-09-23T15:33+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681214_0:306:3097:2048_1920x0_80_0_0_a1ad706dd6c72d150c8e4d864e873eeb.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 7%-მდე გაზარდა.ADB-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი – გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე.ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის რვა თვეში ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 37%-ით, ტურიზმიდან შემოსავალი – 198,3%-ით, ფულადი გადარიცხვების მოცულობა – 62,2%-ით.ამასთან, ADB 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ის დონეზე ზრდას პროგნოზირებს. ძველი პროგნოზით კი მშპ-ის ზრდა 5%-ის ნიშნულზე იყო ნავარაუდევი.ADB-ს პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. ბანკის შეფასებით, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.საქართველოს ეკონომიკა იზრდება - ორი კვარტლის სტატისტიკა>>>ბანკის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წლის 6,1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად.ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი, აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681214_68:0:2799:2048_1920x0_80_0_0_4ae1eb252f8fb0bfb942a2fee1cc3961.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
10:22 23.09.2022 (განახლებულია: 15:33 23.09.2022) ADB-ს პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-დან 7%-მდე გაზარდა.
ADB-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი – გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე.
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის რვა თვეში ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 37%-ით, ტურიზმიდან შემოსავალი – 198,3%-ით, ფულადი გადარიცხვების მოცულობა – 62,2%-ით.
ამასთან, ADB 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ის დონეზე ზრდას პროგნოზირებს. ძველი პროგნოზით კი მშპ-ის ზრდა 5%-ის ნიშნულზე იყო ნავარაუდევი.
„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია“, – განაცხადა ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.
ADB-ს პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. ბანკის შეფასებით, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.
ბანკის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წლის 6,1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი, აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.