https://sputnik-georgia.com/20220920/saqartvelos-ekonomika-ori-kvartlis-statistika-270578658.html
საქართველოს ეკონომიკა იზრდება - ორი კვარტლის სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა იზრდება - ორი კვარტლის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილი–ივნისში 17,9 მლრდ ლარი შეადგინა. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T10:27+0400
2022-09-20T10:27+0400
2022-09-20T16:42+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809984_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_81fa3a0c8173dd2f68ce58a7c4097e2d.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1% შეადგინა, ხოლო წლის პირველ ნახევარში – 10,5%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".მიმდინარე ფასებით მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილი–ივნისში 17,9 მლრდ ლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 8,2%.ლიდერი სფეროები ზრდის მიხედვითმშპ-ის ზრდაში მეორე კვარტალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდეგმა სფეროებმა: ელექტროენერგიამ, ტრანსპორტმა, სოფლის მეურნეობამ, განათლებამ, ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობამ.ვარდნა დაფიქსირდა ჯანდაცვის (-12,7%), უძრავი ქონების (-2,7%) და მშენებლობის (-3,2) სფეროებში, გადამამუშავებელ მრეწველობაში (-1,6%).მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.რატომ იზრდება ეკონომიკაძირითად ფაქტორებად, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ახდენენ გავლენას, დასახელებულია ექსპორტის გაზრდა, საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობის გაზრდა და ტურიზმის აღდგენა.პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკაში ეს წარმატებები მთავრობის გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია და ეს დადებითი ტენდენციები კვლავაც უნდა შენარჩუნდეს.შემოსავლებმა ტურიზმიდან 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა>>საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან გამომდინარე, 6%-დან 8,5%-მდე გაიზარდა. ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ს შეადგენს. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი დადგინდა 72,2 მილიარდი ლარის დონეზე, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გათვლით 6,5 ათას დოლარს გადააჭარბებს.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809984_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_b83cd098fa5e79ece86aaf4109df53c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა იზრდება - ორი კვარტლის სტატისტიკა
10:27 20.09.2022 (განახლებულია: 16:42 20.09.2022) ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილი–ივნისში 17,9 მლრდ ლარი შეადგინა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1% შეადგინა, ხოლო წლის პირველ ნახევარში – 10,5%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
მიმდინარე ფასებით მშპ-ის მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილი–ივნისში 17,9 მლრდ ლარი შეადგინა. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 8,2%.
ლიდერი სფეროები ზრდის მიხედვით
მშპ-ის ზრდაში მეორე კვარტალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდეგმა სფეროებმა: ელექტროენერგიამ, ტრანსპორტმა, სოფლის მეურნეობამ, განათლებამ, ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობამ.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2022 წლის მეორე კვარტალში, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ
ეკონომიკის სფერო | ზრდა, % |
ენერგო- და გაზმომარაგება | 75,9 |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 27,7 |
ადმინისტრაციული საქმიანობა | 24,4 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 18,6 |
სამთო-მომპოვებელი მრეწველობა | 12,6 |
ვარდნა დაფიქსირდა ჯანდაცვის (-12,7%), უძრავი ქონების (-2,7%) და მშენებლობის (-3,2) სფეროებში, გადამამუშავებელ მრეწველობაში (-1,6%).
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ნათქვამია „საქსტატის"
მასალებში.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში II კვარტალში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით
ეკონომიკის სფერო | ხვედრითი წონა მშპ-ში % |
ვაჭრობა | 16,5 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 10,9 |
უძრავი ქონება | 10,0 |
სოფლის, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა | 8,3 |
მშენებლობა | 7,6 |
ძირითად ფაქტორებად, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ახდენენ გავლენას, დასახელებულია ექსპორტის გაზრდა, საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობის გაზრდა და ტურიზმის აღდგენა.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკაში ეს წარმატებები მთავრობის გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია და ეს დადებითი ტენდენციები კვლავაც უნდა შენარჩუნდეს.
საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან გამომდინარე, 6%-დან 8,5%-მდე გაიზარდა. ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ს შეადგენს. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი დადგინდა 72,2 მილიარდი ლარის დონეზე, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გათვლით 6,5 ათას დოლარს გადააჭარბებს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.