ღარიბაშვილი გაეროში: საქართველომ უნდა აქციოს სამხრეთ კავკასია შესაძლებლობების რეგიონად

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
საქართველო უკვე განიხილავს ევროკავშირთან ახალ ფლაგმან პროექტებს, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სურს იქცეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ხიდად და სამხრეთ კავკასია შესაძლებლობების რეგიონად აქციოს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა,
„გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტიციები, განვახორციელოთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ამოცანაა „სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო უკვე განიხილავს ევროკავშირთან ახალ მოწინავე პროექტებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებენ კავშირებს ევროპულ ბაზართან.
მშვიდობა და ეკონომიკის სწრაფი აღდგება: ღარიბაშვილმა გაეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა >>
„სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობაზე, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
პრემიერი: საქართველო მზად არის იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის >>
კიდევ ერთი პროექტია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოდან მსხვილი ტვირთების ტრანზიტს საზღვაო გზით.
ყველა ახალი ამბავი
0