https://sputnik-georgia.com/20220922/msvidoba-da-ekonomikis-swrafi-ardgena-raribasvilma-gaerosi-saqartvelos-mirwevebze-isaubra-270698675.html
მშვიდობა და ეკონომიკის სწრაფი აღდგება: ღარიბაშვილმა გაეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა
მშვიდობა და ეკონომიკის სწრაფი აღდგება: ღარიბაშვილმა გაეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე გააკეთა 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T23:32+0400
2022-09-22T23:32+0400
2022-09-22T23:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1d/269869368_0:106:1024:682_1920x0_80_0_0_1ab750e04090b5e6e15b0d958d2134a7.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველად ათი წლის განმავლობაში მშვიდობა და სტაბილურობა ნარჩუნდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა.მან აღნიშნა საქართველოს მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე გაამახვილა.„ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10,3 პროცენტი დაფიქსირდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე.პრემიერი: საქართველო მზად არის იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის >>მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა - შეუქმნას მოქალაქეებს განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობა.„ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მან ასევე აღნიშნა ქვეყნის მაღალი საინვესტიციო პოტენციალი და მისი განსაკუთრებული როლი აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო დერეფნის კუთხით.პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციებზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებაზე.საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან უკრაინას მხარდაჭერაც გამოხატა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1d/269869368_79:81:880:682_1920x0_80_0_0_4464deac87f9a85ac9d14696a3c84483.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გაერო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გაერო
მშვიდობა და ეკონომიკის სწრაფი აღდგება: ღარიბაშვილმა გაეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა
პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე გააკეთა
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველად ათი წლის განმავლობაში მშვიდობა და სტაბილურობა ნარჩუნდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა.
„2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოვა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ნატო-სა და გაერო-სთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა საქართველოს მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე გაამახვილა.
„ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10,3 პროცენტი დაფიქსირდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე.
მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა - შეუქმნას მოქალაქეებს განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობა.
„ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა ქვეყნის მაღალი საინვესტიციო პოტენციალი და მისი განსაკუთრებული როლი აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო დერეფნის კუთხით.
პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციებზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან უკრაინას მხარდაჭერაც გამოხატა.