https://sputnik-georgia.com/20220922/tavdasxma-saqartvelos-bankze-narsias-arkvetis-ronisziebis-saxit-patimroba-seefarda-270696930.html
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის 100 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T22:14+0400
2022-09-22T22:14+0400
2022-09-22T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისში 20 სექტემბერს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.ნარსია იმავე დღეს დანაშაულის ადგილზე დააკავეს. ხუთშაბათს მას საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდა 100 ათასი ლარის ოდენობით. მოსამართლემ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.პროკურორის განცხადებით, ნარსიას გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი, რომელიც იყო შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვის-ცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების შესაშინებლად იარაღი გაისროლა.მან შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე.თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 ადამიანი ბრალდებულმა მძევლად აიყვანა.რაში სჭირდებოდა ანკესი? „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულმა ჩვენება მისცა >>ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით ბანკის სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოითხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო.ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 მილიონი აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, ნათქვამია საქმის მასალებში.რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე სამართალდამცველებმა, გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვის-ცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
22:14 22.09.2022 (განახლებულია: 23:05 22.09.2022) ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის 100 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისში 20 სექტემბერს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ნარსია იმავე დღეს დანაშაულის ადგილზე დააკავეს. ხუთშაბათს მას საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდა 100 ათასი ლარის ოდენობით. მოსამართლემ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის განცხადებით, ნარსიას გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
„არასოდეს გამივლია გულში, რაიმე ტერორისტული აქტი ჩამედინა. უბრალოდ ჩავიდინე დანაშაული, ოღონდ ტერორისტული აქტის განზრახვა არ მქონია“, – განაცხადა გრიგოლ ნარსიამ სასამართლოში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი, რომელიც იყო შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვის-ცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების შესაშინებლად იარაღი გაისროლა.
მან შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე.
თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 ადამიანი ბრალდებულმა მძევლად აიყვანა.
ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით ბანკის სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოითხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 მილიონი აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.
მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა, ნათქვამია საქმის მასალებში.
რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე სამართალდამცველებმა, გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვის-ცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.