სად გაქრა 1,8 მლნ წლის წინანდელი კბილი? კულტურის სამინისტრო საქმეს სწავლობს

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
კბილი ზეზვასა და მზიას - პირველი ევროპელების თანატოლს ეკუთვნის.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. კულტურის სამინისტრო სწავლობს, თუ როგორ აღმოჩნდა უნიკალური არქეოლოგიური ღირებულება – უძველესი, 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბის კბილი მუზეუმს გარეთ, განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მასმედიის ინფორმაციით, არქეოლოგიური ფასდაუდებელი ექსპონატი ბოლო დრომდე მოთავსებული იყო არა მუზეუმში, არამედ პალეონტოლოგ ნიკა ვანიშვილის სახლში. მან ის სახლში წაიღო, რათა შემდეგ ეჩვენებინა საერთაშორისო კონფერენციაზე.

„დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან", – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია მომხდართან დაკავშირებით მასალებს აგროვებს.
„თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას", – განაცხადა წულუკიანმა.
დმანისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სენსაციური აღმოჩენა გააკეთა – სოფელ ოროზმანთან 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბის კბილი იპოვეს.
The Guardian ოროზმანში უძველესი ადამიანის კბილის აღმოჩენას სტატიას უძღვნის>>
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.
არქეოლოგთა ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელის გიორგი ბიძინაშვილის აზრით, ნაპოვნი კბილი ზეზვასა და მზიას "ბიძაშვილებს" ეკუთვნის – სწორედ ეს სახელები უწოდეს 1991 წელს დმანისში 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში აღმოჩენილი უძველესი ადამიანების რეკონსტრუქციებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0