https://sputnik-georgia.com/20220922/ratom-ar-hyavs-turizmis-administracias-ufrosi-ekonomikis-saministros-pasuxi-270692343.html
რატომ არ ჰყავს ტურიზმის ადმინისტრაციას უფროსი: ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
რატომ არ ჰყავს ტურიზმის ადმინისტრაციას უფროსი: ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
Sputnik საქართველო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან. 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T20:03+0400
2022-09-22T20:03+0400
2022-09-22T22:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24491/48/244914866_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4359d26ca0e5ba7b16ac0706dcde0f37.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნა საჩქარო არ არის, რადგან დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს, იუწყება BMG.ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს. დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილია.კითხვაზე, აპირებს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო კონკურსის გამოცხადებას ან ახალი უფროსის დანიშვნას, ქვრივიშვილმა უპასუხა, რომ „არ აჩქარდებიან“.„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტურიზმის ინდუსტრია წარმატებით ვითარდება; ტურიზმის ადმინისტრაცია აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას და ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ყველა ვხელმძღვანელობთ“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა ეს თანამდებობა დატოვა და დეპუტატი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან უარი თქვა პარლამენტის მანდატზე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24491/48/244914866_173:0:1993:1365_1920x0_80_0_0_3b1bb494243e5a1966f379896de564c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
რატომ არ ჰყავს ტურიზმის ადმინისტრაციას უფროსი: ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
20:03 22.09.2022 (განახლებულია: 22:27 22.09.2022) ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნა საჩქარო არ არის, რადგან დეპარტამენტი წარმატებით მუშაობს, იუწყება BMG.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს. დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილია.
„ტურიზმის ადმინისტრაციას ჰყავს ძალიან წარმატებული და პროფესიონალი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მედეა ჯანიაშვილი. დღეს მე ძალიან ამაყად შემიძლია შევაფასო მისი საქმიანობა როგორც ძალიან წარმატებულის, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ეკონომიკის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო კონკურსის გამოცხადებას ან ახალი უფროსის დანიშვნას, ქვრივიშვილმა უპასუხა, რომ „არ აჩქარდებიან“.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტურიზმის ინდუსტრია წარმატებით ვითარდება; ტურიზმის ადმინისტრაცია აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას და ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ყველა ვხელმძღვანელობთ“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა ეს თანამდებობა დატოვა და დეპუტატი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან უარი თქვა პარლამენტის მანდატზე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა.